სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა [ფოტო, ვიდეო]

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

შარლ მიშელი საქართველოში პრეზიდენტის მოწვევით გუშინ ჩამოვიდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღეს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება.

გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრები როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრის ვიდეოკადრებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.