სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას ესაუბრა
სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბრისას ანტონიუ კოშტამ კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართველ ხალხს ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის დაცვისათვის ბრძოლაში.

„მომავალ კვირაში ევროპული საბჭოს სხდომის გამართვამდე პრეზიდენტ კოშტას სურვილი იყო საქართველოს პრეზიდენტთან საუბარი და საქართველოში შექმნილი უმძიმესი კრიზისის მიმართ ევროპული საბჭოს განსაკუთრებული ყურადღების დადასტურება“, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.