სალომე ზურაბიშვილი - ევროპარლამენტარების მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის მათი რეკომენდაციები გავითვალისწინოთ
სალომე ზურაბიშვილი - ევროპარლამენტარების მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის მათი რეკომენდაციები გავითვალისწინოთ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ადასტურებს, რომ ევროპარლამენტარებს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მასთან კრიტიკული შენიშვნები ჰქონდათ.

ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარების მხრიდან იყო სურვილი, რომ მათი რეკომენდაციები საპარლამენტო არჩევნების დროს გათვალისწინებული იყოს.

„ეს თემა არ იყო დეტალურად განხილული. ახსენეს, რომ გუშინ იყო შეხვედრა ამ საკითხზე და ამდენად, ჩვენ ამისთვის აქ არ ვართ შეკრებილი, რომ გავიაროთ ეს საკითხი დეტალურადო. ასე რომ, არ ყოფილა დეტალურად ამ საკითხის განხილვა. ერთადერთი, იყო მათი მხრიდან გამოთქმული სურვილი, რომ რეკომენდაციები, რაც იქნება წარდგენილი მათი ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, შემდეგი არჩევნებისთვის იყოს გათვალისწინებული. დავეთანხმე იმაში, რომ პრეზიდენტი იქნება ძალინ ყურადღებით, თუ როგორ იქნება ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული“, – განაცხადა პრეზიდენტმა.