სალომე ზურაბიშვილი – ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს ვესაუბრე ეროვნული თანხმობის პროცესზე, მიხარია, რომ ვხედავ ჩვენი პარტნიორებისგან მხარდაჭერასა და ინტერესს ამ პლატფორმის მიმართ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს ესაუბრა.
მისივე თქმით, მოხარულია, რომ პარტნიორების მხრიდან ხედავს მხარდაჭერასა და ინტერესს, რათა პოლარიზაციის დასაძლევად დიალოგს ხელი შეუწყონ.
„ვესაუბრე ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს ეროვნული თანხმობის პროცესზე. მიხარია, რომ ვხედავ ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერასა და ინტერესს ამ პლატფორმის მიმართ, ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზაციის დასაძლევად დიალოგის მხარდაჭერას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
Talked with @svenmikser on the National Accord process. Glad to see support and interest from our partners on this platform to promote dialogue in our society to overcome polarization.#NationalAccord pic.twitter.com/4pSTcETDLw
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 2, 2022