სალომე ზურაბიშვილი – ევროკავშირმა და აშშ-მა უნდა მიაქციონ სასწრაფო ყურადღება საქართველოს არა მხოლოდ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ევროპული მომავლის გამო, ეს უაღრესად გეოპოლიტიკური საკითხია
ევროკავშირმა და აშშ-მა სასწრაფო ყურადღება უნდა მიაქციონ საქართველოს არა მხოლოდ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ევროპული მომავლის გამო, ეს უაღრესად გეოპოლიტიკური საკითხია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ტერორი საქართველოში. მსოფლიო ყურადღება ირანსა და ისრაელზეა მიპყრობილი მაშინ, როდესაც პრორუსული და პროირანული ივანიშვილის რეჟიმი რეპრესიებს აღრმავებს: ოთხი პოლიტიკური ლიდერი ციხეშია, ოთხი განაჩენს ელოდება, ხოლო პრემიერ-მინისტრი კობახიძე საჯაროდ აფრთხილებს ოპოზიციას: „ყველა ციხეში“.
ევროკავშირმა და აშშ-მა უნდა მიაქციონ სასწრაფო ყურადღება საქართველოს არა მხოლოდ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ევროპული მომავლის გამო. ეს უაღრესად გეოპოლიტიკური საკითხია: მხოლოდ პროდასავლურ საქართველოს შეუძლია, თავიდან აიცილოს მონოლითური ღერძის – რუსეთი-კავკასია-ირანი – ჩამოყალიბება, რომელიც გააკონტროლებდა შავ და კასპიის ზღვებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
#TerrorinGeorgia while world attention is turned to Iran and Israel, the pro Russian pro Iranian Ivanishvili regime deepens repression: Four political leaders in jail, four awaiting sentences while PM Kobakhidze publicly warns the opponents: “all in jail”!@MartaKosEU @kajakallas
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) June 23, 2025
The reason why Eu and the US should pay urgent attention to #Georgia is not only Democracy, Human rights, European future. It is highly geopolitical: only a pro western Georgia can prevent a monolithic axis Russia- Caucasus-Iran, that would control the Black and Caspian Seas. SOS
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) June 23, 2025