სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდა.
აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ ამ გადამწყვეტ გზაზე მე გავმართე მნიშვნელოვანი შეხვედრა ესტონეთის პრეზიდენტთან, ალარ კარისთან, საქართველოს დიდი ხნის მეგობართან და პარტნიორთან. ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, – წერს ზურაბიშვილი.
On this crucial path towards the European candidate status, I held a significant meeting with President @AlarKaris of Estonia, a long-standing friend and partner of 🇬🇪🤝🇪🇪
Your unwavering support is vital for Georgia 🇪🇺 pic.twitter.com/OKgm10WMSM
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) September 25, 2023
ალარ კარისის განცხადებით, ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე.
„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან. ესტონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს წარმატებას მის ევროატლანტიკურ გზაზე“, – წერს კარისი.
Had a great meeting with President of #Georgia @Zourabichvili_S ! #Estonia is firmly committed to supporting Georgia’s territorial integrity and Euro-Atlantic integration. We’re rooting for Georgia’s success on its #EU path! 🇬🇪🤝🇪🇪 pic.twitter.com/4V2VcH5a83
— Alar Karis (@AlarKaris) September 25, 2023