სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრ იური რატასს ხვდება
სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრ იური რატასს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ იური რატასს ხვდება.

სალომე ზურაბიშვილს ესტონეთის მთავრობის სახლში უმასპინძლეს, სადაც ორ მხარეს შორის შეხვედრა იმართება. მხარეები ესტონეთისა და საქართველოს პარტნიორობასა და საერთო გამოწვევებზე ისაუბრებენ.

შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტმა სტუმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

მანამდე, სალომე ზურაბიშვილმა „ტელისკივის კრეატიული ქალაქი“ დაათვალიერა. ამასთან, დღესვე, პრეზიდენტი ესტონეთის ციფრული გადაწყვეტილებებისა და ელექტრონული მმართველობის პრიორიტეტების პრეზენტაციას დაესწრება და „ნატოს“ კოოპერატიული თავდაცვის ცენტრს მონახულებს. დღის ბოლოს კი, ესტონელ კოლეგასთან ერთად „ლენარტ მერის“ უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და ღია დისკუსიაში ჩაერთვება.

სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთში ოფიციალური ვიზიტი გუშინ დაიწყო და ესტონეთის პირველმა პირმა, კერსტი კალიულაიდმა მას ტალინში, პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან ერთად მიკელის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის გამოფენა „მარტოხელა გენიოსის სამყარო“ დაათვალიერა.