სალომე ზურაბიშვილი - „ცოტა კიდევ მოითმინე გულო“
სალომე ზურაბიშვილი - „ცოტა კიდევ მოითმინე გულო“

ერთ კვირაში გავცემ კითხვებზე პასუხებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ის ჟურნალისტებს მიმართავს და ყველას მადლობას უხდის მოთმინებისთვის.

„ყველას დიდი მადლობა მოთმინებისთვის. ჟურნალისტები არ მიწყენენ, რომ ეს ერთი კვირა გადავერთე ოჯახურ საქმეზე და ერთ კვირაში კი უკვე თქვენი ვიქნები და კითხვებზე გავცემ პასუხებს. „ცოტა კიდევ მოითმინე გულო“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქში“.

ცოტა ხნის წინ, სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ალბათ მალე გააკეთებს, ან ისეთს, ან ასეთს.