სალომე ზურაბიშვილი ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს გვარდიის დაარსების დღეს ულოცავს
სალომე ზურაბიშვილი ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს გვარდიის დაარსების დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს გვარდიის დაარსების დღეს ულოცავს.

„დღეს 28 წელი შესრულდა საქართველოს ეროვნული გვარდიის დაარსებიდან. ვულოცავ ამ დღეს გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, სწორედ ეროვნული გვარდიაა ის მტკიცე საფუძველი, რაზეც დგას საქართველოს შეიარაღებული ძალები.

„ეროვნული გვარდია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას ინახავს. ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში ჩვენი ჯარისკაცები თავდაუზოგავად იბრძოდნენ.

პატივს მივაგებ მათ ნათელ ხსოვნას, ვინც თავი გაწირა ქვეყნის ერთიანობისათვის. მადლიერებას გამოვხატავ მათ მიმართ, ვინც ღირსეულად იდგა ბრძოლის ველზე.

პროფესიონალიზმი და სამხედრო ფიცის ერთგულება აძლიერებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დატოვე კომენტარი