სალომე ზურაბიშვილი - ენერგეტიკა ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია, ეს კარგად ჩანს, თუ დღევანდელ მოვლენებს და ევროპის მდგომარეობას შევხედავთ
სალომე ზურაბიშვილი - ენერგეტიკა ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია, ეს კარგად ჩანს, თუ დღევანდელ მოვლენებს და ევროპის მდგომარეობას შევხედავთ

ენერგეტიკა ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. ეს კარგად ჩანს, თუ დღევანდელ მოვლენებს და ევროპის მდგომარეობას შევხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მესტიაში ტაძრის საგანძურის მცველებისა და სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორის მოადგილის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

პრეზიდენტმა ისაუბრა სვანეთის ენერგორესურსებზე.

„სვანეთი ასევე ძალიან მდიდარია ენერგორესურსებით. ყველამ ვიცით, რომ საქართველო დიდწილად სვანეთზეა დამოკიდებული. ვიცით, რომ ენერგეტიკა ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

თუ ჩვენ ამ კუთხით არ ვიქნებით დამოუკიდებლები, საერთოდ ვერ ვიქნებით დამოუკიდებლები და ეს ძალიან კარგად ჩანს, თუ დღევანდელ მოვლენებს და ევროპის მდგომარეობას შევხედავთ, რომელიც იძულებულია, დაჩქარებული ტემპით მონახოს ენერგეტიკის ალტერნატიული წყაროები. ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თავისუფლების შენარჩუნებისთვის, სვანებისთვის და ყველა ქართველისთვის“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.