სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - იმარჯვებს ევროპა, ვიმარჯვებთ ქართველები და უკრაინელები, გვჭირდება ძლიერი ევროპა, რომლის გატეხვას რუსეთი ვერ შეძლებს
სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - იმარჯვებს ევროპა, ვიმარჯვებთ ქართველები და უკრაინელები, გვჭირდება ძლიერი ევროპა, რომლის გატეხვას რუსეთი ვერ შეძლებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„გილოცავთ ბატონო მაკრონ, თქვენთან ერთად მოიგო საფრანგეთმა! იმარჯვებს ევროპა და ვიმარჯვებთ ჩვენ, ჩვენ ქართველები და უკრაინელები, რომლებსაც გვჭირდება ძლიერი, ღირსეული ევროპა, რომლის ყიდვას ან გატეხვას რუსეთი ვერ შეძლებს და ვალდებული იქნება, პატივი სცეს!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

წინასწარი გამოკითხვების თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონი ხმათა 58.2 პროცენტით იმარჯვებს.