სალომე ზურაბიშვილი ემანეულ მაკრონს – საქართველოს აქვს თქვენი იმედი, რომ უხელმძღვანელებთ ძლიერ საფრანგეთს ძლიერ ევროპაში, რომელიც მეზობლებისთვის ღიაა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ემანეულ მაკრონს საფრანგეთის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევა ულოცავს.
„ჩემი გულწრფელი მილოცვა ემანუელ მაკრონს ინაუგურაციის დღეს, საფრანგეთის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევასთან დაკავშირებით. საქართველოს აქვს თქვენი იმედი, რომ უხელმძღვანელებთ ძლიერ საფრანგეთს ძლიერ ევროპაში, რომელიც მისი მეზობლებისთვის ღიაა“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერზე“.
Mes félicitations sincères @EmmanuelMacron en ce jour d’investiture à la présidence de la république française pour ce second mandat. La #Géorgie compte sur vous pour mener une France forte dans une Europe puissante et ouverte à ses voisins.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) May 7, 2022