სალომე ზურაბიშვილი – ჟენევის დისკუსიების ფორმატი უნდა შეიცვალოს
ჟენევის დისკუსიების ფორმატი უნდა შეიცვალოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონფლიქტების გადაჭრისკენ არის მიმართული, უნდა შეიცვალოს მაღალი დონის დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგით. ჩვენ გადავწყვეტთ ჩვენს კონფლიქტს ფორმატით, რომელიც ძირითადად მიმართულია ტექნიკურ საკითხებზე,“ – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
The #GenevaInternationalDiscussions format to resolve the conflict in Georgia’s #OccupiedTerritories needs to be changed into a higher-level of diplomatic and political dialogue. We cannot resolve our conflict with a format that merely addresses technical issues.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) March 25, 2019