სალომე ზურაბიშვილი ჟაკ შირაკის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საეკლესიო მსახურებას ესწრება

13:57, 30.09.2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზშია, სადაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაკ შირაკის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საეკლესიო მსახურებასა და დაკრძალვის ცერემონიას ესწრება.

ცერემონიაზე ზურაბიშვილი აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტთან, ბილ კლინტონთან და სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად მივიდა.

ცერემონიას ესწრებიან საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ყოფილი პრეზიდენტები – ნიკოლა სარკოზი და ფრანსუა ოლანდი. პარიზში იმყოფებიან 30-მდე ქვეყნის მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი 86 წლის ასაკში 26 სექტემბერს გარდაიცვალა.

მსგავსი