სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისა და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.