სალომე ზურაბიშვილი - დიდი იმედით და მოთმინებით ველოდები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას
სალომე ზურაბიშვილი - დიდი იმედით და მოთმინებით ველოდები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერის საკითხზე მსჯელობს და ეს სავსებით ნორმალურია, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, იმედით და მოთმინებით ელოდება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას.

„არ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ რამის გამო თავს იკავებს. „ქართული ოცნება“ მსჯელობს ამ საკითხზე და ეს სავსებით ნორმალურია. არაფერი არ ეჩქარებათ და ძალიან დიდი იმედით და მოთმინებით ველოდები მათ გადაწყვეტილებას.  ვაგრძელებ ჩემს კამპანიას და ხელმოწერების შეგროვებას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატმა დღეს შეხვედრები გამართა გორისა და კასპის მოსახლეობასთან. სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს ამ დროისთვის 10 000 მხარდამჭერის ხელმოწერა აქვს შეგროვებული.