სალომე ზურაბიშვილი - დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა, წმინდა ნინო ფარავდეს საქართველოს
სალომე ზურაბიშვილი - დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა, წმინდა ნინო ფარავდეს საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ ლოცვით მსვლელობას შეუერთდა.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას დღევანდელი დღესასწაული ფოკიდან მოულოცა.

„მინდა ყველას, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. წმინდა ნინო ფარავდეს საქართველოს და ჩვენ ყველას, ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. 1700 წლის წინ შემოვიდა ნინო საქართველოში და იმის შემდეგ საქართველო გამთლიანდა, გაქრისტიანდა და დღემდე ეს მადლი მოგვყვება. გისურვებთ მისი მადლი გვფარავდეთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.