სალომე ზურაბიშვილი დღეს საფრანგეთში ბიზნესლიდერების ფორუმს გახსნის
სალომე ზურაბიშვილი დღეს საფრანგეთში ბიზნესლიდერების ფორუმს გახსნის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საფრანგეთში ბიზნესლიდერების ფორუმს გახსნის, რომლის ორგანიზატორია უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება – MEDEF INTERNATIONAL.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილი 700-მდე ევროპელ მეწარმეს სიტყვით მიმართავს და საქართველოს ევროპულ მომავალზე გაამახვილებს ყურადღებას. მათ შორის ის კომპანიები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ქართულ მხარესთან.

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჟან-ივ ლე დრიანთან შეხვედრისას, სალომე ზურაბიშვილმა  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა. შეხვედრისას განიხილეს კონფლიქტის მოგვარების პროცესში საფრანგეთის ჩართულობის მნიშვნელობაც.