სალომე ზურაბიშვილი დავით გარეჯის სასაზღვრო ზონაში მესაზღვრეებს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი დავით გარეჯის სასაზღვრო ზონაში მესაზღვრეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს დავით გარეჯის სასაზღვრო ზონაში ჩავიდა და ქართველ მესაზღვრეებს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს.