სალომე ზურაბიშვილი - დამოუკიდებელი, ძლიერი, თავისუფალი, თანამედროვე, ევროპული, ღირსეული ქვეყანა, ეს არის საქართველოს მომავალი
სალომე ზურაბიშვილი - დამოუკიდებელი, ძლიერი, თავისუფალი, თანამედროვე, ევროპული, ღირსეული ქვეყანა, ეს არის საქართველოს მომავალი

ჩვენს ქვეყანას სჭირდება დამშვიდება და განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს აქვს ძლიერი ადამიანური რესურსი, აქვს ეკონომიკური პოტენციალი, მოდის შესანიშნავი, ნიჭიერი თაობა.

„მთავარია, დავრწმუნდეთ საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში და ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს მომავალზე. მე ჩამოვედი, მე დავბრუნდი იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის მჯეროდა და მჯერა. ჩვენ უნდა გვჯეროდეს საქართველოს მომავლის. დამოუკიდებელი, ძლიერი, თავისუფალი, თანამედროვე, ევროპული, ღირსეული ქვეყანა – ეს არის საქართველოს მომავალი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.