სალომე ზურაბიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები სამი თვის ხელფასის ნაწილს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

15:44, 03.04.2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები მომდევნო სამი თვის ხელფასის ნაწილს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ მიიღეს გადაწყვეტილება, ამ სოლიდარული აქტით წვლილი შეიტანონ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ამ ურთულესი გამოწვევის დაძლევაში ყველა ერთად უნდა ვიყოთ“, – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 30 000 ლარი „სალომე ზურაბიშვილის ფონდიდან“ უკვე გადარიცხა.

მსგავსი