სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ყველა ფორმის ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც დაკავშირებულია ტრანსპორტთან
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ყველა ფორმის ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც დაკავშირებულია ტრანსპორტთან

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ყველა ფორმის ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც დაკავშირებულია ტრანსპორტთან, ითვალისწინებს უფრო მჭიდრო კავშირებს მეზობელ ქვეყანასთან, განსაკუთრებით იმ გზებზე, რომლებზეც გაივლის გაზსადენები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე აზერბაიჯანელი დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„აზერბაიჯანი და საქართველო მეგობრული ქვეყნები არიან, რამაც ხელი შეუწყო ბევრი დიდი ენერგოპროექტების განხორციელებას. ამ იდეებისა და გაწეული სამუშაოს ერთიანობით ჩვენ გავხსენით დერეფანი და ჩვენმა რეგიონმა დაამტკიცა, რომ ის არის სტაბილური, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი სივრცე ინვესტორებისთვის. აზერბაიჯანში ვიზიტის დროს თქვენ აღნიშნეთ, რომ სატრანსპორტო სექტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი მსოფლიოსთვის და ჩვენმა ქვეყნებმა მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს აზიის, ჩინეთისა და ევროპის ინტეგრაციისთვის, თუმცა ამ უმოკლესი გზის შესაძლებლობები ჯერ სრულად არ არის გამოყენებული. რა მნიშვნელოვან პროგრესს უნდა ველოდოთ უახლოეს პერსპექტივაში“, – ჰკითხა აზერბაიჯანელმა დეპუტატმა, რაფაელ ჰუსეინოვმა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო და მთლიანად რეგიონი არის ეკონომიკურად სტრატეგიულ ადგილას, სწორედ ამიტომ ყველა რეფორმა, რომელსაც საქართველო ატარებს, არის უმნიშვნელოვანესია, რათა ქვეყნის სტაბილურობა უზრუნველყოფილი იყოს.

„საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რგოლია. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ასევე ცენტრალურ აზიასთან და ჩინეთთან. დღეს ევროკავშირს აქვს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ეხება ტრანსპორტს, კომუნიკაციას და კავშირებს. საქართველო ამ პროგრამის ნაწილი გახდა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ყველა ფორმის ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც დაკავშირებულია ტრანსპორტთან. ეს კი ითვალისწინებს უფრო მჭიდრო კავშირებს მეზობელ ქვეყანასთან, განსაკუთრებით იმ გზებზე, რომლებზეც გაივლის გაზსადენები. ჩვენს რეგიონს აქვს დიდი პოტენციალი და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ. ასევე აუცილებელია პორტების განვითარება. ჩვენ გვაქვს საპორტო კომპლექსი ანაკლია, რომლის განვითარებაც შესაძლებელია. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ საქართველოს, აზერბაიჯანის და მთლიანად კავკასიის სამომავლო მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. ეს არის ჩვენი მომავალი, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების გაერთიანებასთან ერთად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.