სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ვართ ის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ზეიმობენ, დღევანდელ მსოფლიოში ეს მართლაც აღსანიშნავია
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ვართ ის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ზეიმობენ, დღევანდელ მსოფლიოში ეს მართლაც აღსანიშნავია

ჩვენ ვართ ის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ზეიმობენ. დღევანდელ მსოფლიოში ეს მართლაც აღსანიშნავია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჯუმა მეჩეთში განაცხადა, სადაც მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი მოვალეობაა, რამაზან ბაირამის დღესასწაული მუსლიმებს პირადად მიულოცოს.

„მათთვის ეს არის ძალიან დიდი დღესასწაული და მნიშვნელოვანია მგონი, რომ საქართველოს პრეზიდენტი მათთან ერთად არის ამ დღესასწაულის მოსალოცად. მიმაჩნია, რომ ჩემი მოვალეობაა აქ მოვიდე და ჩვენს მოქალაქეებთან ერთადაც მივულოცო მათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ ის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ზეიმობენ. დღევანდელ მსოფლიოში ეს მართლაც აღსანიშნავია. ჩვენი ერთობლივი მიღწევაა, რომ საქართველო არის შემწყნარებლობის ქვეყანა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მუსლიმური სამყარო დღეიდან, სამი დღის განმავლობაში, რამაზან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს.

დღესასწაული თბილისში, ჯუმა მეჩეთშიც აღინიშნა, სადაც მრევლი დილით მზის ამოსვლისას შეიკრიბა და რამაზანის ლოცვა წაიკითხა.