სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ, ქალებს უდიდესი პოტენციალი გვაქვს, რომელიც ჯერ არ გამოგვიყენებია, მნიშვნელოვანია, გამოწვევები გადავლახოთ ახალი და განსხვავებული გზით
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ, ქალებს უდიდესი პოტენციალი გვაქვს, რომელიც ჯერ არ გამოგვიყენებია, მნიშვნელოვანია, გამოწვევები გადავლახოთ ახალი და განსხვავებული გზით

ქალების წინაშე ბევრი შესაძლებლობა არსებობს ძალიან სწრაფად ცვალებად მსოფლიოში, რომელიც სავსე გახლავთ გამოწვევებით. ჩვენ, ქალებს უდიდესი პოტენციალი გვაქვს, რომელიც ჯერ არ გამოგვიყენებია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოწვევები გადავლახოთ ახალი და განსხვავებული გზით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე „ლიდერები კონფლიქტების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“ განაცხადა, რომელიც მისი ინიციატივით იმართება.

პრეზიდენტმა საქართველოს ისტორიასა და ქართულ საზოგადოებაში ქალთა როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საქართველოს ისტორია ნაშენებია მეტწილად ქალების მიერ“.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ბევრ ლამაზ ქალს ვხედავ აქ შეკრებილს და მათ შორის რამდენიმე მამაკაცსაც მოვკარი თვალი. ძალიან მიხარია და ჩემთვის ძალიან დიდი პატივი გახლავთ, რომ მაქვს საშუალება გავხსნა ქალთა საერთაშორისო კონფერენცია. ეს გახლავთ პირველი მცდელობა და ჩვენ ნამდვილად ველით განსჯას იმაზე, თუ რამდენად კარგად განვახორციელეთ ჩვენ მიერ დასახული მიზნები რეალობაში. ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ ეს კონფერენცია იყოს რაღაც განსხვავებული და მოგვეცეს შესაძლებლობა, გადავხედოთ და განვიხილოთ ის, თუ რას აკეთებენ ქალები, რას ფიქრობენ, რას ქმნიან და შესაბამისად, რა შესაძლებლობები არსებობს მათთვის ამ ძალიან მზარდ და ცვალებად მსოფლიოში, რომელიც ნამდვილად სავსე გახლავთ გამოწვევებით და ჩვენ როგორც ქალებს, გვაქვს უდიდესი პოტენციალი, რომელიც ჯერ არ გამოგვიყენებია, რესურსები რომლის გამოყენებაც სხვაგვარად შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არსებული გამოწვევები გადავლახოთ ახალი და განსხვავებული გზით.

მსურს, რამდენიმე სიტყვა მოგახსენოთ იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენენ ქალები საქართველოს ისტორიაში, საქართველო გახლავთ მედეას ქვეყანა და იმის მიუხედავად რომ, მედეა არ გახლავთ ცნობილი საქართველოს გარეთ და მას სხვა ფორმაში იცნობენ, როგორც ბავშვების მკვლელს, საქართველოში მედეა ცნობილია როგორც ჰომეოპათიური მედიცინის მკურნალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელი გახლავთ ქართული კულტურის და ძალიან ბევრი ექიმი საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობს ამ მიმართულებით.

დღეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ კონფლიქტზე, უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე ამ საკითხებს ჩავუღრმავდებით ჩვენი ქალი მომხსენებლების დახმარებით. ქართველებისთვის მნიშვნელოვან ქალს წარმოადგენს წმინდა ნინო, რომელმაც ქრისტიანობა შემოიტანა საქართველოში და ამის შემდგომ მრავალი ქალი წმინდანი გვყავდა საქართველოს ისტორიაში.

ისტორიულ ასპარეზზე გვყავს თამარ მეფე რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა საქართველოს განვითარებაში და მისი მეფობის პერიოდი ოქროს ხანადაა მოხსენიებული, ამ პერიოდში აღორძინდა ქართული ისტორია და კულტურა.

აღსანიშნავია ამასთანავე, რომ საქართველოს ისტორიის ბევრ და ბევრ ქალზეა დაფუძნებული. 1918 წელს საქართველოს კონსტიტუცია, რომელმაც მიანიჭა ქალებს უფლება, არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა და ასევე 1920 წელს მათ შეძლეს, ემოღვაწევათ პოლიტიკურ ასპარეზზე.

ქალები კონფლიქტებში, პირველი კონფლიქტი რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ მოხდა თარიღდება 1921 წლით, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და ერთ-ერთი მოხალისე გახლდათ 18 წლის გოგონა მარო მაყაშვილი, რომელიც გახდა ხატი ქალებისა ჩვენს ქვეყანაში.

ქალები აქტიურად აღუდგებიან კონფლიქტებსა და ძალადობას და ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან უფლებების დასაცავად, მაგალითად როდესაც დაიწყო ეროვნული მოძრაობა ქართველები ძალიან აქტიურად მონაწილეობდნენ 1991 წელს დემონსტრაციებში და 1989 წლის 9 აპრილს ძალიან ბევრი ქალი იმყოფებოდა რუსთაველზე, რომლებიც რუსული რეპრესიის მსხვერპლი გახდნენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე ქართველი ემიგრანტი ქალების შესახებ ისაუბრა.

„ძალიან ბევრი ემიგრანტი ქალი გვყავს საქართველში და სამწუხაროდ, ისინი ტოვებენ საქართველოს. ეს გახლავთ ახალი სამწუხარო ფენომენი, დღეს მილიონ ნახევარი ქართველი ცხოვრობს საზღვარგარეთ და უმეტესობა მათგანი გახლავთ ქალი, რომელმაც არჩია ოჯახის რჩენა.

ქალები ამასთანავე ძალიან აქტიურები არიან კულტურისა და ხელოვნების დარგში და მათ გაცნობას ჩვენი პანელების მეშვეობით შეძლებთ. აქ საუბარი შეეხება, თუ რა გავლენა აქვთ ქართველ ქალებს საქართველოს დემოკრატიულ საზოგადოებაზე. აქ ქალები წარმოდგენილი გვყავს მრავალ დარგში მაგალითად: ეკონომიკა, კულტურა, მედიცინა და საგანმანათლებლო სფერო. აქვს პოლარიზაცია და სიძულვილის ენა უხეში გახლავთ ქართული პოლიტიკა და ერთადერთი ახსნა იმისა თუ რატომ არაა ბევრი ქართველი ქალი პოლიტიკაში ქალები აი რიან 85%-ში რომლებიც უჭერენ ევროპულ გზად ისინი არიან ყველაზე მოტივირებულები და აჟღერებენ მათ ევროპულ მისწრაფებებს. მათთვის მნიშვნელოვანია ბავშვების კეთილდღეობა განათლება ჯანმრთელობა და მათი უსაფრთხოება, ხოლო ამის მისაღწევად მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ესაა გზა ევროპისკენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ჯილდოს გადასცემს აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის ოჯახს.

„აშშ-ში ვიმყოფებოდი მის დაკრძალვაზე. ეს გახლდათ შესანიშნავი ქალი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ამერიკის ისტორიის და არამხოლოდ ამერიკის, არამედ ყველა ქვეყნის ისტორიაში, რომელიც იბრძვის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დაეხსნენ საბჭოთა კავშირს. მსურს, ეს ჯილდო გადავცე მისი ოჯახის წევრს, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ჩვენთან ერთად არ არის, მაგრამ ჩემთვის დიდი პატივია, რომ ეს ჯილდო გადავცე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ კარენ დონფრიდს. ამით მსურს გამოვხატო ჩემი და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი პატივისცემა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.