სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ არ ვივიწყებთ მომხდარ ტრაგედიას, მაგრამ მიუღებელია მხოლოდ წარსულზე ფიქრი, დღევანდელი დღე იმედის დღედ უნდა ვაქციოთ
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ არ ვივიწყებთ მომხდარ ტრაგედიას, მაგრამ მიუღებელია მხოლოდ წარსულზე ფიქრი, დღევანდელი დღე იმედის დღედ უნდა ვაქციოთ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სოფელ გრემისხევში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

„ჩვენ არ ვივიწყებთ მომხდარ ტრაგედიას, მაგრამ მიმაჩნია, რომ მიუღებელია მხოლოდ წარსულზე ფიქრი. დღევანდელი დღე უნდა ვაქციოთ იმედის დღედ. ამისთვის კი, მთავარი ძალისხმევა ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობისა და მხარდაჭერისკენ უნდა მივმართოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის, ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„დღეს თქვენ, საოკუპაციო ხაზის პირისპირ მდგარი, ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი საქართველოს ჯარისკაცები ხართ, ამიტომაც აუცილებელია თქვენი ყოფის შემსუბუქება, დახმარება და თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვა“, – აღნიშნა მოსახლეობასთან საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა გრემისხევის მოსახლეობას, ერთი თვის წინ, თიჯრობის დღესასწაულზე სტუმრობისას, ადგილობრივების თხოვნის, გზის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილებაზე ინფორმაცია გააცნო. 12 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის მშენებლობა, მომავალ წელს დაიწყება.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

დატოვე კომენტარი