სალომე ზურაბიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იერუსალიმში სამუშაო ვიზიტისას ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან გამართა შეხვედრა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხზე იმსჯელეს.

„ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებით დაინტერესდა. საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას რუსული მცოცავი ოკუპაციისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გააქტიურებაზე და ჩრდილოეთ მაკედონიის მხარემ საქართველოს საელჩოს გახსნისა და ელჩის დანიშვნის სურვილი გამოთქვა.

პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე.

დატოვე კომენტარი