სალომე ზურაბიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტს ესაუბრა
სალომე ზურაბიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტს, სტევო პენდაროვსკის ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა. პრეზიდენტებმა პანდემიით შექმნილი მდგომარეობა განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტევო პენდაროვსკიმ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ კორონავისრუსის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს და აღნიშნა, რომ საქართველოში ასეთი დაბალი ლეტალური შემთხვევების დონე, სწორედ საქართველოს ხელისუფლების შედეგიანი და ეფექტიანი ბრძოლის ნიშანია.

პრეზიდენტებმა კორონავირუსის გავრცელების გამო ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ იმსჯელეს და პოსტკრიზისულ პერიოდში ურთიერთობების განვითარების მიმართულებები, ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის სტრატეგია, საქართველოს როლი, სავაჭრო და სატრანსპორტო დერეფნის თვალსაზრისით შავი ზღვის მნიშვნელობა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

როგორც საქართველო პრეზიდენტმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის განხილვისას აღნიშნა, ევროკავშირთან მომავალი ურთიერთობები საქართველომ სწორედ აღნიშნული კრიზისის კონტექსტში უნდა განიხილოს. საქართველოს ერთადერთი გზა ევროპაა, რასაც საფუძვლად ქართველი ხალხის ურყევი ნება უდევს.

საქართველოს პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკის ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს, ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იმედის მომცემია.

ხაზგასმით აღინიშნა კრიზისის პერიოდში საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობა.

საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარებისა და ბორდერიზაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

საუბრის ბოლოს, საქართველო პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკი პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასრულების შემდეგ საქართველოში მოიწვია.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.