სალომე ზურაბიშვილი - ჩემი მთავარი მოვალეობაა მომავალზე ფიქრი, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანამ კიდევ არ განიცადოს მძიმე ხვედრი, ოკუპაცია არ დარჩეს, როგორც გაყინული საკითხი
სალომე ზურაბიშვილი - ჩემი მთავარი მოვალეობაა მომავალზე ფიქრი, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანამ კიდევ არ განიცადოს მძიმე ხვედრი, ოკუპაცია არ დარჩეს, როგორც გაყინული საკითხი

11 წელი გავიდა და 11 წლის წინ მომხდარ ტრაგედიას კიდევ ერთი ტრაგედია ემატება, ეს არის ის, რომ 11 წლის შემდეგ ჩვენ კიდევ ვერ დავძლიეთ ოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

„ამდენად, ჩემი მთავარი დღევანდელი მოვალეობა არის მომავალზე ფიქრი, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არასოდეს განმეორდეს, რომ ქვეყანამ კიდევ არ განიცადოს ის ძალიან მძიმე ხვედრი, რაც ნიშნავს ომსა და დაღუპულებს, დაკარგულ ტერიტორიებს და მეორე მხრივ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ოკუპაცია არ დარჩეს, როგორც გაყინული საკითხი, რადგან გაყინული საკითხები აუტანელია. ვერ იქნება სტაბილურობა, სანამ ეს საკითხი იქნება გაყინული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი უპირველესი მოვალეობაა ფიქრი იმაზე, რომ პარტნიორებთან ერთად გამოყენებულ იყოს ყველა საშუალება ოკუპაციის დასაძლევად.

„პირველ რიგში, ჩემი ვალია, ვიფიქროთ, ჩვენ პარტნიორებთან ერთად გამოვიყენოთ ყველა საშუალება, რაც შეიძლება, არსებობდეს იმისთვის, რომ დავძლიოთ ოკუპაცია, ქვეყანა გაერთიანდეს და წავიდეს თავის გზაზე, რომელიც არის ძალიან ნათელი და, რომლის წინ არაფერი უნდა იდგეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.