სალომე ზურაბიშვილი – ჩემი არჩევანია მშვიდობიანი, ერთიანი და დაწყნარებული საქართველო
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მისცა.
სალომე ზურაბიშვილი კრწანისის საარჩევნო ოლქის, მე-3 საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა.
„ჩემი ხმა მივეცი ყველაზე ევროპელ კანდიდატს. ჩემი არჩევანია მშვიდობიანი, ერთიანი, დაწყნარებული და ღიმილიანი საქართველო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.