სალომე ზურაბიშვილი - ჩანაწერები წარმოადგენს იმ ბნელ პრაქტიკას, რომელიც უნდა მოვიშოროთ
სალომე ზურაბიშვილი - ჩანაწერები წარმოადგენს იმ ბნელ პრაქტიკას, რომელიც უნდა მოვიშოროთ

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ჩანაწერები წარმოადგენს იმ ბნელ პრაქტიკას, რომელიც უნდა მოვიშოროთ.

„ეს ჩანაწერები წარმოადგენს იმ ძველ დროსა და ბნელ პრაქტიკას, რომელიც უნდა მოვიშოროთ, თუ გვინდა, რომ გადავიდეთ ახალ თანამედროვე საქართველოში. მაქვს ეს სურვილი და ვიქნები იმ ახალი საქართველოს პრეზიდენტი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ფოთში დღეს ამომრჩევლებს შეხვდა, რომელმაც ადგილობრივებს სამომავლო გეგმები და საარჩევნო პროგრამა გააცნო.