სალომე ზურაბიშვილი - ბრიუსელში ვიზიტი იყო ისეთი პოზიტიური, როგორსაც მეც არ ველოდი
სალომე ზურაბიშვილი - ბრიუსელში ვიზიტი იყო ისეთი პოზიტიური, როგორსაც მეც არ ველოდი

ბრიუსელში ვიზიტი იყო ისეთი პოზიტიური, როგორსაც მეც არ ველოდი, – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტს.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირში არის მზადყოფნა, რომ ძალიან ბევრი კუთხით გაღრმავდეს ურთიერთობები, გადაიდგას ძალიან კონკრეტული ნაბიჯები.

„ეს იყო მთლიანად არაჩვეულებრივად პოზიტიური ვიზიტი. ისეთი პოზიტიური, როგორსაც მეც არ ველოდი. შეხვდით ევროკავშირში ყველას. ყველა იყო პოზიტიური საქართველოს მიმართ. არის კეთილგანწყობა და არის მზადყოფნა, რომ ძალიან ბევრი კუთხით გავაღრმავოთ ურთიერთობები, გადავდგათ ძალიან კონკრეტული ნაბიჯები“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ნატო-შიც პოზიტიური განწყობაა საქართველოს მიმართ.

ნატო-შიც ასეთი პოზიტიური განწყობა იყო და გავიგეთ სიტყვები არაჩვეულებრივი, დე ფაქტო მოკავშირე და ა.შ. ეს ძალიან დასაფასებელია. ნატო-შიც არის მზადყოფნა, რომ მეტი თანამშრომლობა იყოს მაგალითად შავ ზღვაზე და სხვადასხვა მიმართულებით, რაც ჩვენი უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ და გავაგრძელოთ ის გზა, რომელ გზაზეც ყველა ჩვენი მხარდამჭერი გველოდება. უაღრესად პოზიტიური ვიზიტია. მე არაფერ შუაში ვარ, რადგან ერთი თვის მოსული ვარ. ეს არის პოზიტიური საქართველოსთვის, მოსახლეობისთვის და უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ აქ გვყავს ძალიან სერიოზული მოკავშირეები“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.