სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს მიმართავს – ბატონო პრეზიდენტო, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, ევროპა ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხისადმი ემანუელ მაკრონის მიმართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ზურაბიშვილის თქმით, ქართველი ხალხი არ შეშინდება.
„ბატონო პრეზიდენტო, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანი ევროპაა, რომელიც არანაირ მანდატს არ აძლევს „ქართული ოცნების” ლიდერებს, რომ გზიდან გადაუხვიონ. გმადლობთ, ქართველი ხალხი არ შეშინდება“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ემანუელ მაკრონმა ქართველი ხალხისადმი მიმართვა გამოაქვეყნა და აღნიშნა: „საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება, საქართველოს ევროპული ოცნება არ უნდა ჩაქრეს“.
Mr President thank you for your support. Europe is the free choice of the Georgian people, which has given no mandate to the Georgian Dream leaders to turn away! Merci le peuple géorgien ne se laissera pas intimider! https://t.co/x8LviFAvID
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 13, 2024