სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანში ქართულ დიასპორას შეხვდა [ფოტო/ვიდეო]

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, ქართულ დიასპორას, სტუდენტებსა და აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა.

შეხვედრა ბაქოში, საქართველოს საელჩოში გაიმართა და მას აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძეც ესწრებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ემოციურია დიასპორასთან შეხვედრა. დიდი მადლობა ბაქოში მცხოვრებ ქართველებს და ჩვენს სტუდენტებს თბილი დახვედრისთვის და იმისთვის, რომ არ ივიწყებენ საკუთარ ქართველობას. ხვალ კიდევ ერთი ემოციური და უმნიშვნელოვანესი დღეა – შევხვდები კახში მცხოვრებ ქართველებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქში“.