სალომე ზურაბიშვილი - არსად არ გამიგია, ქვეყნის მკვიდრი, პატრიოტი იჩემებს, რომ არა, ეს ტერიტორია ჩემი ქვეყნის არ არის, ამისგან ვარ გაოცებული
სალომე ზურაბიშვილი - არსად არ გამიგია, ქვეყნის მკვიდრი, პატრიოტი იჩემებს, რომ არა, ეს ტერიტორია ჩემი ქვეყნის არ არის, ამისგან ვარ გაოცებული

ძალიან მიკვირს, როცა ზოგიერთები დაჟინებით ამბობენ, ეს ჩვენი ტერიტორია არ არის, არსად არ გამიგია, ქვეყნის მკვიდრი, პატრიოტი იჩემებს, რომ არა, ეს ტერიტორია ჩემი ქვეყნის არ არის, ამისგან ვარ გაოცებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, „იმედის“ ეთერში, დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დავით გარეჯის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს, რადგან ამ საკითხზე სასამართლო მიმდინარეობს.

„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი მინისტრობის დროს და მე მინისტრი ვიყავი 2005 წლის ოქტომბრამდე, არანაირად არ ითვლებოდა, რომ დავით გარეჯი იყო აზერბაიჯანის. პირიქით, ეს იყო ერთ-ერთი შეუთანხმებელი მონაკვეთი. მეორე იყო წითელი ხიდი და კიდევ სხვა პატარა მონაკვეთები. მინისტრები შევთანხმდით, რომ ეს პოლიტიკურად ძალიან მძაფრი საკითხია და უნდა გადაწყდეს პრეზიდენტების დონეზე. ძალიან მიკვირს, როცა ზოგიერთები დაჟინებით ამბობენ, რომ ეს ჩვენი ტერიტორია არ არის. არსად არ გამიგია, ქვეყნის მკვიდრი, პატრიოტი იჩემებს, რომ არა, ეს ტერიტორია ჩემი ქვეყნის არ არის, ამისგან ვარ გაოცებული“, – განაცხადა პრეზიდენტმა.