სალომე ზურაბიშვილი – არჩევნების გაყალბების მცდელობის მიუხედავად და დიასპორის ხმების გარეშე ევროპული საქართველო 52%-ით იმარჯვებს

20:43, 26.10.2024

არჩევნების გაყალბების მცდელობის მიუხედავად, ევროპული საქართველო 52%-ით იმარჯვებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„ევროპული საქართველო 52%-ით იმარჯვებს, არჩევნების გაყალბების მცდელობის მიუხედავად და დიასპორის ხმების გარეშე“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

სამმა ქართულმა ტელეარხმა – „იმედმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ საპარლამენტო არჩევნები 2024-ისთვის ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნეს.

მსგავსი