სალომე ზურაბიშვილი - მე არ ვიქნები ზეპრეზიდენტი, ვთვლი, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ჩვეულებრივი პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი - მე არ ვიქნები ზეპრეზიდენტი, ვთვლი, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ჩვეულებრივი პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი წალენჯიხის კინოთეატრში მხარდამჭერებს შეხვდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა მათ გააცნო თავისი პროგრამის მთავარი მიმართულებები. ასევე აღნიშნა, რომ ის იქნება ნორმალური, ჩვეულებრივი პრეზიდენტი:

„მე ვიქნები ნორმალური პრეზიდენტი. არ ვიქნები ზეპრეზიდენტი, რადგან ვთვლი, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ასეთი, ჩვეულებრივი, თქვენსავით პრეზიდენტი, რათა მართლაც დამშვიდდეთ, გადავიდეთ ნორმალურ ცხოვრებაზე, დავიწყოთ არამხოლოდ დამოუკიდებელი, როგორც ეს წერია, არამედ თავისუფალი ცხოვრება“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ისაუბრა აგრესიასა და ცილისწამებაზე, რომელიც, ზურაბიშვილის თქმით, მის მიმართ ხორციელდება.