სალომე ზურაბიშვილი - ანგელა მერკელთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა [ვიდეო]

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა.

შეხვედრის მოკლე შეფასება და ვიდეომასალა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ანგელა მერკელთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

ანგელა მერკელმა სალომე ზურაბიშვილს გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში უმასპინძლა.

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მანამდე სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.