სალომე ზურაბიშვილი - ამ საღამოს თბილისის ქუჩებში იმ მოქალაქეებს დასდევენ, რომლებიც ტერორს გაურბიან, ესხმიან თავს პოლიტიკოსებს, მედიას, ხელოვანებს
სალომე ზურაბიშვილი - ამ საღამოს თბილისის ქუჩებში იმ მოქალაქეებს დასდევენ, რომლებიც ტერორს გაურბიან, ესხმიან თავს პოლიტიკოსებს, მედიას, ხელოვანებს

ამ ღამეს თბილისის ქუჩებში იმ მოქალაქეებს დასდევენ, რომლებიც ტერორს გაურბიან, თავს ესხმიან პოლიტიკოსებს, მედიას, ხელოვანებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, პოლიტიკოსებს სასტიკად უსწორდებიან.

„ტერორი საქართველოში: ამ ღამეს რუსული რეჟიმი თბილისში სამსახურს დაუბრუნდა – დასდევენ ქუჩებში მოქალაქეებს, რომლებიც ტერორს გაურბიან, ესხმიან თავს პოლიტიკოსებს, მედიას, ხელოვანებს… ამტვრევენ ოპოზიციის ოფისების კარებს რეიდების მოსაწყობად და იქ მყოფ პოლიტიკოსებს სასტიკად უსწორდებიან“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.