სალომე ზურაბიშვილი – ამ რთულ პერიოდში საქართველო თურქეთის მოსახლეობის გვერდით დგას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.
როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ამ რთულ პერიოდში საქართველო თურქეთის მოსახლეობის გვერდით დგას.
„თურქეთში მომხდარი მიწისძვრა საშინელი ტრაგედიაა. საქართველო თურქეთის მოსახლეობის გვერდით დგას ამ რთულ პერიოდში. სამძიმარს ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებს და ვუსურვებ სიმტკიცეს ადგილზე მომუშავე მაშველებს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ბოლო მონაცემებით, 24 იანვარს, აღმოსავლეთ თურქეთში მომხდარ 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 29 ადამიანი ემსხვერპლა.
The earthquake in Turkey is a terrible tragedy. Georgia stands with the people of Turkey in this difficult time. I send my deepest condolences to the families of the victims and wish strength to the first responders on the scene.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 25, 2020