სალომე ზურაბიშვილი - ამ გონივრული კომპრომისით ყველა პირობა არის შექმნილი მშვიდი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად
სალომე ზურაბიშვილი - ამ გონივრული კომპრომისით ყველა პირობა არის შექმნილი მშვიდი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად

მიღწეული შეთანხმება უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოების გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით „ფეისბუქზე“ წერს.

„ამ გონივრული კომპრომისით და ნაბიჯით ყველა პირობა არის შექმნილი მშვიდი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. სახელმწიფოში სიმშვიდე, სტაბილურობა და დემოკრატია ჩვენი საერთო მიზანია“,- წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.