სალომე ზურაბიშვილი ახალქალაქში ქართული ანბანით მოხატულ პანოს საზეიმოდ გახსნის
სალომე ზურაბიშვილი ახალქალაქში ქართული ანბანით მოხატულ პანოს საზეიმოდ გახსნის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დედაენის დღის აღსანიშნავად სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვია, დღეს შეხვედრებს განაგრძობს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი ახალქალაქში ქართული ანბანით მოხატულ პანოს საზეიმოდ გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.

ასევე, დედაენის დღესთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დააჯილდოებს და კონკურსში გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს გამოავლენს.

საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონების გაძლიერების მხარდაჭერისა და ქართული წარმოების ხელშეწყობის მიზნით, სამცხე-ჯავახეთში მოქმედი კომპანიები მოინახულა და სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ჩართულ მეწარმეებს შეხვდა.