სალომე ზურაბიშვილი ახალქალაქში დოკუმენტური ფილმის „იაკობ გოგებაშვილი-ცხოვრება და მოღვაწეობა“ ჩვენებას დაესწრო
სალომე ზურაბიშვილი ახალქალაქში დოკუმენტური ფილმის „იაკობ გოგებაშვილი-ცხოვრება და მოღვაწეობა“ ჩვენებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალქალაქში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, წმინდა ნინოს სახელობის სასულიერო სასწავლებელში დოკუმენტური ფილმის „იაკობ გოგებაშვილი-ცხოვრება და მოღვაწეობა“ ჩვენებას დაესწრო.

პრეზიდენტს სასულიერო სასწავლებელში ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა უმასპინძლა და იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობასა და მის განსაკუთრებულ ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება.

ფილმის დამდგმელი რეჟისორია დავით (თეიმურაზ) სიხარულიძე, პროდიუსერი გელა კანდელაკი.

ფილმი მოგვითხრობს ქართული პედაგოგიკის კლასიკოსის იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების უცნობ ეპიზოდებზე და მის ღვაწლზე ერისა და ქვეყნის წინაშე. ფილმი აგებულია ფოტოდოკუმენტებსა და იაკობ გოგებაშვილის პირადი ხელნაწერების საარქივო მასალებზე.

დატოვე კომენტარი