სალომე ზურაბიშვილი - აგვისტოს ომის გმირები სამშობლოსა და ერთიანობისთვის დაიხოცნენ, ჩვენ კი დაპირისპირებაზე ვართ გადასული
სალომე ზურაბიშვილი - აგვისტოს ომის გმირები სამშობლოსა და ერთიანობისთვის დაიხოცნენ, ჩვენ კი დაპირისპირებაზე ვართ გადასული

აგვისტოს ომის გმირები სამშობლოსა და ერთიანობისთვის დაიხოცნენ. ჩვენ კი ერთიანობის ნაცვლად, დაპირისპირებაზე ვართ გადასული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება და სიძულვილი ახალგაზრდა თაობაზე ახდენს გავლენას.

„ჩვენ დღეს პატივს ვცემთ ამ გმირებს. დღეს არის დუმილის და დაფიქრების დღე. თუ დავფიქრდებით, დღეს რაც საქართველოში ხდება, არის სირცხვილი იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა ღირსეულ საქართველოს შესწირეს თავი და დღეს საქართველო არ არის ღირსეული. იმ შიდა დაპირისპირებას, ბოღმას და სიძულვილს, რაც არსებობს, ჩვენს ახალგაზრდობაზე ყოველდღიურად მოაქვს შედეგი. ეს არის გმირების უპატივცემულობა და დავიწყება იმიტომ, რომ ისინი სამშობლოსა და ერთიანობისთვის დაიხოცნენ. ჩვენ კი ერთიანობის ნაცვლად, დაპირისპირებაზე ვართ გადასული. ერთიანობის ნაცვლად, ისეთ სიძულვილში ვართ ჩავარდნილი, რაც ხელს მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს. ჩვენ თუ გვინდა, რომ ტერიტორიები და ხალხი გავაერთიანოთ, ამის საწინდარი არის ჩვენი ერთობა. თუ ამას ვერ მივხვდებით, მაშინ აქ მოსვლა საჭირო არ არის და ეს ყველაფერი მხოლოდ ფორმალობაა. იმედი მაქვს, საქართველო გონს მოვა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

დატოვე კომენტარი