სალომე ზურაბიშვილი - მე აღარ მაქვს საფრანგეთის მოქალაქეობა, რამეთუ ასეთია კონსტიტუციით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნა 
სალომე ზურაბიშვილი - მე აღარ მაქვს საფრანგეთის მოქალაქეობა, რამეთუ ასეთია კონსტიტუციით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნა 

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთის მოქალაქეობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია , – ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეს არჩევანი გავაკეთე, ანუ როგორც იცით, მე აღარ მაქვს საფრანგეთის მოქალაქეობა, რამეთუ ასეთია კონსტიტუციით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნა. ახლა ვარ მხოლოდ და მთლიანად ქართველი…. “. ეს არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის სიტყვები და გავრცელებული ინფორმაცია არის fake news. სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს სანახავად გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე“,- ნათქვამია განცხადებაში.