სალომე ზურაბიშვილი ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 15-16 ივნისს ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს ეწვევა. პრეზიდენტი ადგილობრივ ხელისუფლებასა და რეგიონის მოსახლეობას შეხვდება.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი აბასთუმანში ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას მოინახულებს, გოგირდის აუზებს, რემერტის ხიდს, ახალ ზარზმას დაათვალიერებს და აბასთუმნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნობა, სადაც მეგზურობას აბასთუმნის უხუცესი მკვიდრი თინა ნათელაშვილი გაუწევს.

პრეზიდენტი სოფელ უდეში, ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერში მარნებს დაათვალიერებს, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში კი, დედათა ხელსაქმეს გაეცნობა. პრეზიდენტი აბასთუმანში ობსერვატორიას ეწვევა და ევგენი ხარაძის სახელობის მუზეუმს დაათვალიერებს.

დატოვე კომენტარი