სალომე ზურაბიშვილი – ადგილობრივი მილიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა, ადამიანის უფლებები უმოწყალოდ ილახება ოკუპირებულ ტერიტორიებზე
ადგილობრივი მილიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა, ადამიანის უფლებები უმოწყალოდ ილახება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, რის შედეგადაც ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, თემურ კარბაია დაიღუპა, არის ტრაგიკული შეხსენება იმისა, რომ ადამიანის ელემენტარული უფლებები უმოწყალოდ ილახება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მწუხარე 75-ე წლისთავია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
The brutal beating by local militia resulting in the death of another Georgian citizen, Teymur Karbaia, in occupied Abkhazia- is a tragic reminder of the blatant violations of elementary Human rights in the territories occupied by Russia. Sad 75th anniversary!
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 10, 2023