სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვემო ქართლის რეგიონში ქართულენოვანი ბაღები უნდა გაიხსნას
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვემო ქართლის რეგიონში ქართულენოვანი ბაღები უნდა გაიხსნას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვემო ქართლის რეგიონში ქართულენოვანი ბაღები უნდა გაიხსნას.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის რეგიონულ ცენტრს ესტუმრა.

„ჩემთვის ძალიან დიდი პრიორიტეტია ამ რეგიონში ქართული ენა. დავსვი საკითხი, რომ ბევრი ბაღი იხსნება და ეს ბაღები უნდა იყოს ქართულენოვანი, რადგან ქართული ენის სწავლა ბაღის ასაკიდან აქ მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნაა. ყველას კარგად ესმის, რომ წარმატებისა და ინტეგრაციის გზა არის ენის ფლობა. ამ რეგიონის პოტენციალი არის ის, რაც არსებობს, თანაცხოვრება აზერბაიჯანელი და სომხური წარმოშობის მოქალაქეების. მათი ერთად ყოფნა, ერთად სწავლა, მაშინ როცა ამ ქვეყნებს შორის არსებობს კონფლიქტური სიტუაცია, ეს არის დიდი წარმატება საქართველოსი, ჩვენი ტოლერანტობის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრირების სკოლის რეგიონულ ცენტრში სტუმრობის შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მარნეულში იმყოფებოდა. სალომე ზურაბიშვილი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის რეგიონულ ცენტრს და თამარისის საჯარო სკოლას ეწვია და სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა.