სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციებს მაშინ დაიწყებს, როცა საპრეზიდენტო კანდიდატზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციებს მაშინ დაიწყებს, როცა საპრეზიდენტო კანდიდატზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციებს მას შემდეგ დაიწყებს, რაც პარტიაში საპრეზიდენტო კანდიდატზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის ბულვარში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე გააკეთა.

„მე დავიწყებ კონსულტაციებს, როცა მათი გადაწყვეტილება მიღებული იქნება. არ მინდა ჩავერიო პროცესში, რომელიც არ მეკუთვნის, ეს არის მათი გადასაწყვეტი. როგორი კანდიდატი ვარ, როგორი პიროვნება ვარ, ყველამ კარგად იცის, თუნდაც პარლამენტიდან, ამიტომ ეს გადაწყვეტილება მათი მისაღებია, ჩემი ჩარევის გარეშე. როგორც კი მიღებული იქნება ეს გადაწყვეტილება და თუ იქნება დადებითი გადაწყვეტილება, ამის შემდეგ საჭირო გახდება კონსულტაციები, იმედი მაქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს. დღეს ის ამომრჩევლებს ბათუმის ბულვარში შეხვდა.