სალომე ზურაბიშვილი 26 აგვისტოს საფრანგეთს, 31 აგვისტოს კი, პოლონეთს ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი 26 აგვისტოს საფრანგეთს, 31 აგვისტოს კი, პოლონეთს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 აგვისტოს საფრანგეთს, 31 აგვისტოს კი, პოლონეთს ეწვევა.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, 26 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ზურაბიშვილი საფრანგეთის საწარმოთა მოძრაობის – MEDEF International კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, ასევე შეხვდება ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ამასთან, პოლონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, ასევე შეხვდება პოლონეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ღონისძიებაზე მიწვეულ უმაღლეს თანამდებობის პირებს.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ნატო-ს, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერები დაესწრებიან. პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ჩადის.

დატოვე კომენტარი