სალომე ზურაბიშვილი – 2024 წელს რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის გაუმართლებელი თავდასხმებით იწყებს, საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ
ახლა, როცა სადღესასწაულო დღეები უნდა იდგას, საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ზურაბიშვილი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.
„ახალ, 2024 წელს რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მუდმივი, გაუმართლებელი თავდასხმებით იწყებს.
ჩვენი ფიქრები უკრაინასთან არის და ახლა, როცა სადღესასწაულო დღეები უნდა იდგას, საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია“, – წერს ზურაბიშვილი.
As we usher in the new year, Russia commences 2024 with persistent, unjustified assaults on civilians and vital infrastructure in #Ukraine
Our thoughts are with Ukraine, and Georgia stands in solidarity during what should be a festive season
🇬🇪🇺🇦
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 2, 2024